Search

რეგისტრაცია

მიმდინარეობს რეგისტრაცია მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსისათვის - M ვექტორი.

რეგისტრაცია


რეგისტრაციის გავლის შემდეგ, Mვექტორელები ძირითადი ეტაპის მასალების გასაცნობად ვებგვერდზე შესაბამის სივრცეს უნდა ეწვიონ, სადაც გამოქვეყნებულია 4 სხვადასხვა მიმართულების საკითხები და სავარჯიშოები. ლინკი

პირველი ეტაპის დასაწყისში გამოქვეყნებულ დავალებებზე მუშაობას უფრო ძალების მოსინჯვის, გარკვეული პრაქტიკული გამოცდილების მიღების ფუნქცია აქვს. „M ვექტორი“-ს საკონკურსო დავალებები მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც მონაწილეები კონკურსის სპეციფიკას ამ ფორმით გაეცნობიან.

საკონკურსო დავალებებთან ერთად განთავსდება ინფორმაცია დასკვნითი ეტაპის მონაწილეთა შერჩევის პრინციპების შესახებ.

ძირითადი, პირველი ეტაპის მიმდინარეობისას მონაწილეებს „M ვექტორი“-ს ფორუმის მეშვეობით შეეძლებათ გამოქვეყნებული მიმართულებებიდან ნებისმიერი თემის, საკითხის განხილვა „M ვექტორი“-ს ექსპერტებთან ერთად. Mვექტორელებს პედაგოგებისა და სხვა სპეციალისტების დახმარების გამოყენებაც შეუძლიათ - ძირითადი ეტაპის მიზანია ახალი მასალების გაცნობა, ახალი ინფორმაციის გააზრება და შეძენილი ცოდნის გამოყენების უნარის დემონსტრირება, სპეციალისტების დახმარებით თუ მათ გარეშე.

განსხვავებით პირველი,  ძირითადი ეტაპისგან, დასკვნითი ეტაპი დამოუკიდებელ სამუშაოს ითვალისწინებს.

M ვექტორისათვის რეგისტრაციის გავლა და პროექტში ჩართვა მსურველებს ძირითადი ეტაპის დასრულებმდე შეეძლებათ.