Search

„M ვექტორი“ მოსწავლეებთან უშუალო შეხვედრებს Live ჩართვებით ჩაანაცვლებს

პირველი Facebook ჩართვა ხუთშაბათს, 19 მარტს 14:00 საათზე შედგება.

მონაწილეობის მსურველებს პროექტის ექსპერტი კიდევ ერთხელ განუმარტავს, რატომ შეიძლება იყოს მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსი ნებისმიერი Mვექტორელისათვის საინტერესო თავგადასავალი. პირდაპირი ჩართვის განმავლობაში მაყურებლები ამ ეტაპზე გამოკვეთილ აქტუალურ კითხვებზე კიდევ ერთხელ მიიღებენ პასუხს.


„M ვექტორი“-ს ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით შეიცვალა. პროექტი მოსწავლეებთან უშუალო შეხვედრებს Live ჩართვებით ჩაანაცვლებს.


„M ვექტორი“-ს შინარსობრივი საკითხების განხილვა ექსპერტებთან ერთად მონაწილეებს სპეციალურ ფორმუმზე უკვე შეუძლიათ. პროცედურულ კითხვებს კი პროექტის Facebook გვერდი პასუხობს.

პროექტის ძირითადი, პირველი ტური დისტანციურად, ონალინ რეჟიმში მიმდინარეობს.


მომდევნო ჩართვა 26 მარტს 14:00 საათზე შედგება.

  • Facebook
  • YouTube

#Mვექტორი