Search

„M ვექტორი“-ს ფარგლებში საკონკურსოდ შერჩეულ მიმართულებებს ახალი დავალებები დაემატა

კონკურსის მონაწილეებს თუ მათ მხარდამჭერებს 9 მარტიდან შეეძლოთ ვებგვერდზე განთავსებული დავალებების გაცნობა, ამოხსნა, ფორუმზე საკუთარი მოსაზრებების გაზიარება და სპეციალისტების რჩევების მიღება - „M ვექტორი“-ს ფორუმი, ანუ Mფორუმი, აქტიურ და საინტერესო სივრცედ იქცა მონაწილეთათვის.

31 მარტიდან მონაწილეებს ახალ დავალებებს ვთავაზობთ:


ალბათობა


უწყვეტობა


ალგებრა


დამტკიცება


მართალია, კონკურსის პირველი, ძირითადი ეტაპი მოქნილი ფორმატით მიმდინარეობს და მკაცრ მოთხოვნებს თუ შეზღუდვებს არ უწესებს მოსწავლეებს მონაწილეობისა და აქტიურობის თვალსაზრისით, მაგრამ მაინც გვინდა მოვუწოდოთ მათ, გაითვალისწინონ, რომ დავალებებზე აქტიურად მუშაობა, M ფორუმზე მიმდინარე განხილვებში მონაწილეობა და საუკეთესო გადაწყვეტების შესახებ პროფესიონალთა მოსაზრებების გაცნობა არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ მომდევნო, დასკვნით ეტაპზე წარმატებისთვისაც მნიშვნელოვანია. პროექტის ექსპერტები, მათემატიკოსები მზად არიან, მოცემული დავალებები და მათი ამოხსნის გზები თქვენთან ერთად განიხილონ ფორუმზე. განსაკურებით აქტუალურ საკითხებს კი Facebook ჩართვების დროს განმარტავენ მაყურებლისთვის.

  • Facebook
  • YouTube

#Mვექტორი