Search

ინფორმაცია M ვექტორის დასკვნითი ეტაპის შესახებ

M ვექტორის ძირითადი ეტაპი, რეგისტრაციის პროცესთან ერთად, 9 მარტს დაიწყო. დავალებები და შესაბამისი მასალები ეტაპობრივად ქვეყნდებოდა. მასალებისა და სავარჯიშოების ბოლო ნაწილი ვებგვერდზე www.mvector.ge განთავსდა 29 მაისს.

კონკურსის ძირითადი ეტაპის ფორმატის გათვალისწინებით, სამართლიანი და ყველასთვის თანაბარი გარემოს უზრუნველსაყოფად, დასკვნით ეტაპზე გადასვლის უფლება აქვს ყველა მონაწილეს, რომელიც:


· სპეციალური სისტემის მეშვეობით შეავსებს შესაბამის განაცხადს;

· აირჩევს საკონკურსო თემას (თემებს) - მონაწილეს ამ ეტაპზეც შეუძლია ერთზე მეტი თემის არჩევა.


https://forms.gle/kWuFhA3dQHGpVG5D7


აღნიშნული სისტემით დასკვნით ტურში მონაწილეობის განაცხადის შევსება M ვექტორელებს 8 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ. მონაწილეები სისტემის ბმულს და დეტალურ ინფორმაციას პროექტის დასკვნითი ეტაპის ფორმატის შესახებ რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტითაც მიიღებენ.


დასკვნითი ეტაპი - პირველი ნაწილი


დასკვნითი ეტაპისათვის რეგისტრირებული M ვექტორელები, გრაფიკით განსაზღვრულ დღესა და საათზე, რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ საკონკურსო დავალებებს. მონაწილე ამ დროისათვის მზად უნდა იყოს დავალებებზე მუშაობის დასაწყებად. შესრულებული დავალებები ინსტრუქციაში მითითებულ დრომდე უნდა იქნას მიღებული ელექტრონულ ფოსტაზე mvector@mvector.ge


მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ:


· ნაშრომში აუცილებლად უნდა ჩანდეს დავალების ამოხსნის გზები - ნაშრომი, რომელშიც მხოლოდ პასუხი იქნება მითითებული (თუნდაც სწორი), არ შეფასდება;

· ნამუშევარი მკაფიოდ, გარკვევით უნდა იყოს შესრულებული;

· იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე ფურცელზე მუშაობს, გვერდები უნდა დაინომროს.


მონაწილეს შეუძლია:


· ფოტო გადაუღოს ფურცელზე შესრულებულ დავალებებს (ფოტოზე უნდა ჩანდეს გვერდის ნომერიც) და გამოგზავნოს ფოტოები;

· იმუშავოს ელექტრონულად და გამოგზავნოს შესაბამისი ფაილი.

მნიშვნელოვანია, რომ მონაწილემ დავალებები შესარულოს დამოუკიდებლად, რადგან დასკვნითი ეტაპის მომდევნო ნაწილში მას თავისი ცოდნისა და უნარების დადასტურება ექსპერტებთან online შეხვედრისას მოუწევს. ამასთან, M ვექტორელებს დავალებებზე მუშაობისას შეუძლიათ გამოიყენონ ინტერნეტ რესურსები და სხვა დამხმარე მასალები.

დავალებებზე სამუშაოდ განსაზღვრულია 3 საათი, დამატებითი ნახევარი საათი გათვალისწინებულია ნაშრომის (ფოტოს ან ფაილის) გამოსაგზავნად (დრო განისაზღვრა გამოგზავნისას სავარაუდო ტექნიკური შეფერხების გაჩენის გათვალისწინებით).


გრაფიკი


· უწყვეტობა - 10 ივნისი

· დამტკიცება - 11 ივნისი

· ალბათობა - 12 ივნისი

· ალგებრა - 13 ივნისი


შესაბამის დღეს მონაწილეები ელექტრონული ფოსტით მიიღებენ დავალებებს 15:00 საათზე.


შესრულებული დავალებები 18:30 საათამდე უნდა აისახოს (მიღებულ იქნას) ელექტრონულ ფოსტაზე mvector@mvector.ge

დეტალური ინფორმაცია შინაარსობრივი ნაწილის შესახებ (დავალებების რაოდენობა, მაქსიმალური ქულა, მინიმალური ზღვარი და ა. შ.) გამოქვეყნდება 9 ივნისს.


დასკვნითი ეტაპის მეორე ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ ის M ვექტორელები, რომლებიც მაქსიმალური ქულის 30%-ზე მეტს დააგროვებენ.


დასკვნითი ეტაპი - მეორე ნაწილი


დასკვნითი ეტაპის მეორე ნაწილი ითვალისწინებს ინდივიდუალურ online შეხვედრას პროექტის ექსპერტებთან. მონაწილეები განსაზღვრულ დროს, შეთანხმებული ფორმატით, online შეხვდებიან პროექტის ექსპერტებს. ტექნიკური მხარის გამართულობა წინასწარ გადამოწმდება თითოეულ მონაწილესთან.

შეხვედრები ჩაიწერება და, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეს შეეძლება, საბოლოო შეფასების შესახებ განმარტება ჩანაწერზე დაყრდნობით მოითხოვოს. ამასთან, M ვექტორის ჯგუფი იტოვებს მონაწილის იდენტიფიცირების უფლებას.


ტექნიკური და პროცედურული მხარდაჭერა


იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეს არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, კონკრეტულ დროს აღმოჩნდეს ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერთან, M ვექტორის ჯგუფი წინასწარ უზრუნველყოფს მონაწილისათვის საკუთარ მუნიციპალიტეტში სამუშაო სივრცის ორგანიზებას.

გარდა ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფისა, თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება, კონკურსთან დაკავშირებული პროცედურული საკითხებით მიმართოს პროექტის ჯგუფის წარმომადგენლებს - საკონტაქტო ინფორმაცია ელეტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ ინსტრუქციაში იქნება მითითებული.


https://forms.gle/kWuFhA3dQHGpVG5D7


M ვექტორის ჯგუფი გისურვებთ წარმატებას!

  • Facebook
  • YouTube

#Mვექტორი