„ვექტორინა“

05.03.2020

„M ვექტორი“-ს საპრეზენტაციო ბლიც-კონკურსი ვექტორინა განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაზე ქუთაისის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქალაქის სივრცეში გაიმართა.

28 და 29 თებერვალს გამოფენაზე მისულ უფროსკლასელებს, „M ვექტორი“ საინტერესო გამოწვევას სთავაზობდა - უფროსკლასალებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათემატიკურ ბლიც-კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა და, გარდა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზებიც მიეღოთ. სახელი „ვექტორინა“ კონკურსს ფორმატის გამო ეწოდა - მონაწილე, რომლის მიზანი ნახევარ საათში მაქსიმალურად მაღალი ქულის დაგროვება იყო, სამი, სხვადასხვა ფერის და სირთულის დავალებების დასტიდან თავად ირჩევდა მისთვის სასურველ კომბინაციას.

კონკურსში მონაწილეობა 200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. გამარჯვებულებს, პრიზებთან ერთად, სერტიფიკატებიც გადაეცათ.

„M ვექტორი“ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების ხელშეწყობის თვისებრივად ახალი, თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მისადაგებული ფორმატია, რომელიც ორიენტირებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე.

„M ვექტორი“-ს მონაწილეთა რეგისტრაცია 9 მარტს დაიწყება ვებგვერდზე www.mvector.ge