ჯგუფები და სიმეტრიები

I ნაწილი 

17.02.2021

ამ ნაწილში გეომეტრიული სიმეტრიის ცნებას გავეცნობით და გამოვიკვლევთ ერთგანზომილებიანი სივრცის სიმეტრიების სტრუქტურას. ეს მიგვიყვანს აბსტრაქტული ჯგუფის მათემატიკურ განმარტებამდე და  ჯგუფების ელემენტარული თვისებების შესწავლამდე.

II ნაწილი 

17.05.2021

ამ ნაწილში განვიხილავთ ჯგუფთა თეორიის რამდენიმე საკვანძო ცნებას - იზომორფიზმებს, ქვეჯგუფებს და ქვეჯგუფის წარმოქმნას. ჯგუფთა თეორიისა და ელემენტარული გეომეტრიის  საშუალებით შევისწავლით წრეწირისა და სიბრტყის იზომეტრიებს; დავახასიათებთ ბრტყელი ფიგურების სასრულ სიმეტრიის ჯგუფებს.

არითმეტიკული ოპერაციების - შეკრებისა და გამრავლების - ფუნდამენტური თვისებების შესწავლისა და განზოგადების შედეგად ბევრი საინტერესო მათემატიკური სტრუქტურა იბადება. . . .