პროექტის შესახებ

M ვექტორი მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების ხელშეწყობის თვისებრივად ახალი, თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მისადაგებული ფორმატის კონკურსია, რომელიც ორიენტირებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე.

M ვექტორი მონაწილეებს არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების გამოვლენას და ცოდნის გაღრმავებას, არამედ ამ ცოდნით კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნებას სთავაზობს.

M ვექტორი იმ მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელებზე და აბიტურიენტებზეა გათვლილი, რომლებსაც აინტერესებთ და უყვართ მათემატიკა, თუმცა პროექტი მკაცრს შეზღუდვას არ აწესებს - მასში მონაწილეობის მიღება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.

კონკურსის ეტაპები

Mვექტორელები ყველა ეტაპს, მოქნილი გრაფიკითა და ვადებით, ელექტრონულად გაივლიან.

პირველი, ძირითადი ეტაპის მიზანია გამოავლინოს ლოგიკური, ალგორითმული მსჯელობის უნარის მქონე მოსწავლეები, რომლებსაც კონკრეტული პრობლემის გადაჭრისადმი არასტანდარტული, შემოქმედებითი მიდგომა ექნებათ.

მონაწილეებს თეორიული მასალის გაცნობისას თუ პრობლემების გადაჭრისას შეეძლებათ კონსულტაციისთვის მიმართონ საგნის პედაგოგს ან სპეციალისტს, თუმცა Mვექტორის ძირითადი ეტაპით გათვალისწინებულია მოსწავლეებისათვის საგანგებო მხარდაჭერის გაწევა - ახალგაზრდებს მუდმივად შეეძლებათ კონსულტაციის მიღება პროექტის ექსპერტებისგან.

M ვექტორის ძირითადი ეტაპისათვის განკუთვნილი მასალები განთავსდება ვებგვერდზე.

მონაწილეები საინტერესო ან პრობლემური საკითხების განხილვას თუ დავალებებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის მიღებას პროექტის ექსპერტებთან სპეციალურად „Mვექტორი“-სათვის შექმნილი ფორუმის მეშვეობით შეძლებენ.

წლევანდელი კონკურსის სიახლე მენტორის საათია - კვირაში ერთხელ, წინასწარ განსაზღვრულ დროს მონაწილეებს მენტორებთან ერთად კონკურსის საკითხების განხილვა ვიდეო შეხვედრის ფორმატში შეეძლებათ.

დასკვნითი ეტაპი დამოუკიდებელ სამუშაოს ითვალისწინებს. ახალგაზრდებს, მათ მიერ შერჩეული თეორიული მასალის შესაბამისად, კონკრეტულ დღეს ელექტრონულად მიეწოდებათ დავალებები, რომელთა შესრულება განსაზღვრულ დროში მოუწევთ. დასკვნითი ეტაპის ბოლო ნაწილი ექსპერტებთან დისტანციურ გასაუბრებას ითვალისწინებს. დეტალური ინფორმაცია დასკვნითი ეტაპის ვადებსა და პროცედურებზე მაისის ბოლოს გამოქვეყნდება.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ხშირად დასმული კითხვები

gassertThin.png

M ვექტორის გამარჯვებულები ივნისის თვეში გამოვლინდებიან


ყველაზე წარმატებული მონაწილეებისათვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს
სხვადასხვა პრიზი აქვს დაწესებული

  • Facebook
  • YouTube

#Mვექტორი