რიცხვითი სისტემები

რიცხვების ბუნებას კაცობრიობა უხსოვარი დროიდან არკვევს.
ზოგ უმარტივეს კითხვაზე მათ შესახებ დღესაც არ ვიცით პასუხი.
ჩვენც შევეცდებით გამოვიკვლიოთ კარგად ცნობილი რიცხვების საინტერესო, მოულოდნელი თვისებები და რიცხვების ზოგიერთი არც თუ ისე კარგად ცნობილი საინტერესო ნაირსახეობები. თემის დევიზად კარგად გამოდგება რიხარდ დედეკინდის 1888 წელს დაწერილი წიგნის სათაური "Was sind und was sollen die Zahlen?" (რანი არიან და რისთვის არიან რიცხვები?)

I ნაწილი 

17.03.2022

ამ ნაწილში შევეცდებით ნამდვილი რიცხვების არითმეტიკა (შეკრება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა) ავაგოთ წმინდად გეომეტრიული გზით, წრფეებისა და წერტილების უმარტივესი, პირველადი ცნებებისა და კონსტრუქციების გამოყენებით. განხილვის ბოლოს აღმოჩნდება, რომ ეს გეომეტრიული გზა არა მხოლოდ ჩვენთვის ჩვეულ ნამდვილ რიცხვთა სისტემის ასაგებად გამოდგება, არამედ ცოტა უფრო უჩვეულო, მათ შორის სასრულ რიცხვთა სისტემებსაც წარმოშობს.