source.gif

კონკურსი მათემატიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში

In mathematics the art of proposing a question must be held of higher value

than solving it.

-  Georg Cantor -

2021

საკონკურსო თემები

simmetry-line-.png

მათემატიკის დიდ მდინარეს, რომელიც შემეცნების ზღვებსა და ოკეანეებს ასაზრდოებს, უამრავი შენაკადი აქვს. ამ შენაკადებიდან ზოგი თვითონაც იმდენად დიდია, ცალკე მდინარე გეგონებათ, ზოგიც ჯერ პატარა ნაკადულია; ზოგი შორეული მთების მწვერვალებიდან მოედინება,

ზოგს კი ახლოს, ველებსა თუ ტყეებში აქვს წყარო.

სათავეში მათზე დაკვირვება, მათი შესწავლა ერთნაირად ადვილია, თუმცა ერთნი მალევე

იკრებენ ძალას, სხვანი კი კარგა ხანს ნელ-ნელა მოედინებიან.

წლევანდელი კონკურსის ფარგლებში ოთხი ასეთი შენაკადი შევარჩიეთ იმისათვის, რომ თქვენთან ერთად დავაკვირდეთ მათ სათავეებს, ვნახოთ რა კალაპოტი აქვთ, რა არსებები ბინადრობენ მათში თუ მათ სიახლოვეს, რომელ ხეობებს კვებავს მათი მაცოცხლებელი წყალი და

საით აქვთ გეზი აღებული.

     M ვექტორი მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსია, რომელიც პირველად 2020 წელს ჩატარდა. პროექტი საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის (EPRA) მიერ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (KIU) პარტნიორობით მომზადდა და თვისებრივ სიახლეს წარმოადგენს როგორც ფორმატის, ისე შინაარსობრივი კუთხით. კონკურსი ორიენტირებულია მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებზე, რომელთაც უყვართ ან აინტერესებთ მათემატიკა.  


      პროექტის შესახებ


      ხშირად დასმული კითხვები 


      პროექტის ეტაპების განრიგი 


      M ვექტორში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია ამავე გვერდზე განთავსებულ ბმულზე უნდა გაიარონ. 
      პროექტისათვის რეგისტრაცია და ძირითი ეტაპის გავლა 20 იანვრიდან მაისის ბოლომდე იქნება შესაძლებელი, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ Mვექტორელებს ჯერ საკონკურსო თემების გაცნობა, ძალების მოსინჯვა, კონკრეტული თემის შერჩევა და შემდეგ საკონკურსო დავალებების შესრულება უწევთ, სასურველია ახალგაზრდები პროცესში მაქსიმალურად ადრე ჩაერთონ.

      რეგისტრაციის გავლის შემდეგ, Mვექტორელები ძირითადი ეტაპის მასალების გასაცნობად ვებგვერდზე საკონსურსო თემების სივრცეს უნდა ეწვიონ, სადაც გამოქვეყნებულია 4 სხვადასხვა მიმართულების საკითხები და სავარჯიშოები.

      პირველი ეტაპის დასაწყისში გამოქვეყნებულ დავალებებზე მუშაობას უფრო ძალების მოსინჯვის, გარკვეული პრაქტიკული გამოცდილების მიღების ფუნქცია აქვს. M ვექტორის საკონკურსო დავალებები მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც მონაწილეები კონკურსის სპეციფიკას ამ ფორმით გაეცნობიან.

      საკონკურსო დავალებებთან ერთად განთავსდება ინფორმაცია დასკვნითი ეტაპის მონაწილეთა შერჩევის პრინციპების შესახებ.

      ძირითადი, პირველი ეტაპის მიმდინარეობისას მონაწილეებს M ვექტორის ფორუმის მეშვეობით შეეძლებათ გამოქვეყნებული მიმართულებებიდან ნებისმიერი თემის, საკითხის განხილვა M ვექტორის ექსპერტებთან ერთად. Mვექტორელებს პედაგოგებისა და სხვა სპეციალისტების დახმარების გამოყენებაც შეუძლიათ - ძირითადი ეტაპის მიზანია ახალი მასალების გაცნობა, ახალი ინფორმაციის გააზრება და შეძენილი ცოდნის გამოყენების უნარის დემონსტრირება, სპეციალისტების დახმარებით თუ მათ გარეშე.

      წლევანდელი კონკუსის სიახლე „მენტორის საათია“ - კვირაში ერთხელ, წინასწარ განსაზღვრულ დროს, Mვექტორელებს მენტორებთან ერთად კონკურსის საკითხებზე მუშაობა ვიდეო შეხვედრის ფორმატში შეეძლებათ.
      განსხვავებით პირველი,  ძირითადი ეტაპისგან, დასკვნითი ეტაპი დამოუკიდებელ სამუშაოს ითვალისწინებს.  

 
პოლყ-TETRI.png

სიახლეები

 

გმადლობთ!

EPRA-LOGO-S.png
83250098_1504908903008044_31806084602029
kartu.png
Ministry_of_Eduaction_of_Georgia1_logo.p