დამტკიცება

შესავალი

09.03.2020

რას ეყრდნობა მათემატიკა, როგორც მეცნიერება? ბუნების შემსწავლელი მეცნიერებების შემთხვევაში მეცნიერული ჰიპოთეზა თუ თეორია საბოლოო ჯამში ექსპერიმენტის საშუალებით, ბუნებაზე უშუალო დაკვირვებით მოწმდება. მეტიც, ხშირად თავად ჰიპოთეზა ასე იბადება ‒ დაკვირვებებში გარკვეული კანონზომიერების შემჩნევით. ასეთი მაგალითები უხვად გვაქვს და მათი მოხმობა შორს წაგვიყვანდა, თუმცა მარტივად შეიძლება ითქვას ‒ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და სხვა ასეთი მეცნიერებებისთვის საბოლოო საყრდენი, მთავარი „საზომი“ თავად ბუნებაა, ფიზიკური სამყაროა.


მათემატიკისთვის? 

I ნაწილი

12.04.2020

ამ ნაწილში საუბარია ფორმალური დამტკიცების ცნებაზე. განხილულია ფორმალური ენის საჭიროება ზუსტი მსჯელობების საწარმოებლად და წარმოდგენილია ფორმალური გრამატიკის, ფორმალური ენისა და ფორმალური გამოყვანის ზოგადი განსაზღვრებები. ამ განსაზღვრებების უკეთ გასააზრებლად განხილულია რამდენიმე მარტივი მაგალითი, სადაც საუბარია ფორმალურ გამოყვანაზე სიმბოლური გადაწერის სხვადასხვა სისტემის ფარგლებში. 

II ნაწილი

25.05.2020

ამ დასკვნით ნაწილში გავეცნობით ფორმალური დამტკიცების სისტემას (ფორმალურ ენას, გამოყვანის წესებსა და დამტკიცებების აგების სქემას), რომელიც დებულებათა ლოგიკის  სახელითაა ცნობილი. ამ ფორმალური სისტემის მაგალითის განზოგადებით ჩამოვაყალიბებთ პასუხს კითხვაზე - რა არის მათემატიკური დამტკიცება?

  • Facebook
  • YouTube

#Mვექტორი

© 2020, EPRA