ალბათობა

შესავალი

09.03.2020

ჩვენ გაგაცნობთ ალბათობის თეორიის მოკლე ისტორიას და განვიხილავთ ერთ-ერთ ცნობილ ამოცანას  – „ამოცანას წილის გაყოფის  შესახებ“. ეს ამოცანა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და სრულიად განსხვავებული გზებით ამოხსნეს ფრანგმა მათემატიკოსებმა პიერ ფერმამ და ბლეზ პასკალმა. ამ ამოცანის ამოხსნა აღწერილია მათ მიმოწერაში, რომელიც 1654 წელს მიმდინარეობდა და ამ თარიღს ბევრი მკვლევარი ალბათობის თეორიის დასაწყისად მიიჩნევს. ფერმასა და პასკალის მიმოწერაში გამოვარჩევთ ალბათობის თეორიის რამდენიმე ძირითად იდეას, რომლებიც დღესაც ამ თეორიის  საფუძვლის  მნიშვნელოვან  ნაწილს წარმოადგენს.

შემდეგში შევეცდებით ავხსნათ  (ამ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით), თუ როგორ მოახდინა  გავლენა ზემოაღნიშნულმა ფუძემდებლურმა იდეებმა  ფინანსური  და სადაზღვევო მათემატიკის ორ მოდელზე, რომელთაგან პირველი ეხება წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასდადებას, ხოლო მეორე – სადაზღვევო კომპანიის გაკოტრების ალბათობის შეფასებას.

I ნაწილი

31.03.2020

აქ ჩვენ გავეცნობით ალბათობის თეორიის საწყის ცნებებსა და დებულებებს: ალბათობის აქსიომებს, ალბათობის კლასიკურ განსაზღვრას, გეომეტრიულ ალბათობას, პირობითი ალბათობისა და ხდომილებების დამოუკიდებლობის ცნებებს, სრული ალბათობისა და ბაიესის ფორმულებს.  ბოლოს, მოყვანილია 10 ამოცანა, რომელთა ამოხსნა მოგვეხმარება გადმოცემული მასალის უკეთ ათვისებაში.

II ნაწილი

13.05.2020

ამ ნაწილში გავეცნობით შემთხვევითი სიდიდისა და მისი განაწილების კანონის ცნებებს.შემთხვევითი სიდიდეების  რიცხვითი მახასიათებლებს და მათ თვისებებს. ბოლოს სავარჯიშოდ გთავაზობთ ამოცანებს.

  • Facebook
  • YouTube

#Mვექტორი