Mveqtori

კონკურსი მათემატიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში

„M ვექტორი“ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების ხელშეწყობის თვისებრივად ახალი, თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მისადაგებული ფორმატის კონკურსია, რომელიც ორიენტირებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე.

„M ვექტორი“ მონაწილეებს არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების გამოვლენას და ცოდნის გაღრმავებას, არამედ ამ ცოდნით კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნებას სთავაზობს.

„M ვექტორი“ იმ მეთორმეტეკლასელებზე და აბიტურიენტებზეა გათვლილი, რომლებსაც აინტერესებთ და უყვართ მათემატიკა, თუმცა პროექტი მკაცრს შეზღუდვას არ აწესებს - მასში მონაწილეობის მიღება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.

პირველი, ძირითადი ეტაპის მიზანია გამოავლინოს ლოგიკური, ალგორითმული მსჯელობის უნარის მქონე მოსწავლეები, რომლებსაც კონკრეტული პრობლემის გადაჭრისადმი არასტანდარტული, შემოქმედებითი მიდგომა ექნებათ.

მსურველები ამ ეტაპს მოქნილი გრაფიკითა და ვადებით, ელექტრონულად გაივლიან.

მონაწილეებს თეორიული მასალის გაცნობისას თუ პრობლემების გადაჭრისას შეეძლებათ კონსულტაციისთვის მიმართონ საგნის პედაგოგს ან სპეციალისტს, თუმცა „Mვექტორი“-ს ძირითადი ეტაპით გათვალისწინებულია მოსწავლეებისათვის საგანგებომხარდაჭერის გაწევა - ახალგაზრდებს მუდმივად შეეძლებათ კონსულტაციის მიღება პროექტის ექსპერტებისგან.

„M ვექტორი“-ს ძირითადი ეტაპისათვის განკუთვნილი მასალები განთავსებულია ვებგვერდზე.

მონაწილეები საინტერესო ან პრობლემური საკითხების განხილვას თუ დავალებებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის მიღებას პროექტის ექსპერტებთან სპეციალურად „Mვექტორი“-სათვის შექმნილი ფორუმის მეშვეობით შეძლებენ.

დასკვნითი ეტაპი ინტერაქტიულ ლექციებზე დასწრებასა და დამოუკიდებელ სამუშაოს ითვალისწინებს. ახალგაზრდები, მათ მიერ შერჩეული თეორიული მასალის შესაბამისად, იმუშავებენ მათემატიკურ და ალგორითმულ მსჯელობაზე ორიენტირებული დავალებების გადაჭრაზე. დეტალური ინფორმაცია დასკვნითი ეტაპის შესახებ მაისის ბოლოს გამოქვეყნდება.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ხშირად დასმული კითხვები

„M ვექტორი“-ს გამარჯვებულები ივნისის თვეში გამოვლინდებიან.


ყველაზე წარმატებული მონაწილეებისათვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს
სხვადასხვა პრიზი აქვს დაწესებული. განსაკუთრებით საინტერესო მათ შორის არის
კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის საერთაშორისო STEM ბანაკში
მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

  • Facebook
  • YouTube

#Mვექტორი