კონკურსი მათემატიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში

In mathematics the art of proposing a question must be held of higher value

than solving it.

-  Georg Cantor -

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, Mვექტორელები ძირითადი ეტაპის მასალების გასაცნობად ვებგვერდზე შესაბამის სივრცეს უნდა ეწვიონ, სადაც გამოქვეყნებულია 4 სხვადასხვა მიმართულების საკითხები და სავარჯიშოები.

პირველი ეტაპის დასაწყისში გამოქვეყნებულ დავალებებზე მუშაობას უფრო ძალების მოსინჯვის, გარკვეული პრაქტიკული გამოცდილების მიღების ფუნქცია აქვს. „M ვექტორი“-ს საკონკურსო დავალებები მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც მონაწილეები კონკურსის სპეციფიკას ამ ფორმით გაეცნობიან.

საკონკურსო დავალებებთან ერთად განთავსდება ინფორმაცია დასკვნითი ეტაპის მონაწილეთა შერჩევის პრინციპების შესახებ.

ძირითადი, პირველი ეტაპის მიმდინარეობისას მონაწილეებს „M ვექტორი“-ს ფორუმის მეშვეობით შეეძლებათ გამოქვეყნებული მიმართულებებიდან ნებისმიერი თემის, საკითხის განხილვა „M ვექტორი“-ს ექსპერტებთან ერთად. Mვექტორელებს პედაგოგებისა და სხვა სპეციალისტების დახმარების გამოყენებაც შეუძლიათ - ძირითადი ეტაპის მიზანია ახალი მასალების გაცნობა, ახალი ინფორმაციის გააზრება და შეძენილი ცოდნის გამოყენების უნარის დემონსტრირება, სპეციალისტების დახმარებით თუ მათ გარეშე.

განსხვავებით პირველი,  ძირითადი ეტაპისგან, დასკვნითი ეტაპი დამოუკიდებელ სამუშაოს ითვალისწინებს.  

 

საკონკურსო თემები

მათემატიკის დიდ მდინარეს, რომელიც შემეცნების ზღვებსა და ოკეანეებს ასაზრდოებს, უამრავი შენაკადი აქვს. ამ შენაკადებიდან ზოგი თვითონაც იმდენად დიდია, ცალკე მდინარე გეგონებათ, ზოგიც ჯერ პატარა ნაკადულია; ზოგი შორეული მთების მწვერვალებიდან მოედინება, ზოგს კი ახლოს, ველებსა თუ ტყეებში აქვს წყარო.

სათავეში მათზე დაკვირვება, მათი შესწავლა ერთნაირად ადვილია, თუმცა ერთნი მალევე იკრებენ ძალას, სხვანი კი კარგა ხანს ნელ-ნელა მოედინებიან.

წლევანდელი კონკურსის ფარგლებში ოთხი ასეთი შენაკადი შევარჩიეთ იმისათვის, რომ თქვენთან ერთად დავაკვირდეთ მათ სათავეებს, ვნახოთ რა კალაპოტი აქვთ, რა არსებები ბინადრობენ მათში თუ მათ სიახლოვეს, რომელ ხეობებს კვებავს მათი მაცოცხლებელი წყალი და საით აქვთ გეზი აღებული.

 

სიახლეები

EPRA-LOGO-S.png
83250098_1504908903008044_31806084602029
Ministry_of_Eduaction_of_Georgia1_logo.p
  • Facebook
  • YouTube

#Mვექტორი

© 2020, EPRA